What is the Quartz value proposition to plumbers
ახალი პროდუქტი თავაზობდა სანტექნიკებს ყველა პრობლემის გადაჭრის გზებს:
- დრო
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იყო რამდენიმე, საათი მაშინ როდესაც ბაზარზე არსებული ყველა დანარჩენი პროდუქტი საჭიროებდა 2 დღეს მაინც რომდაემონტაჟებინათ.
- გამძლეობა
პროდუქტი ძალიან გამძლეა რაც ასევე ამცირებს სანტექნიკების რისკებს რომ ისინი ერთ ოჯახში საშხაპის შესაკეთებლად მეორედ მივიდნენ. თან დამონტაჟების შემდგომ გამოძახებაში სანტექნიკოსები ფულს არ იღებდნენ, შესაბამისად ეს მათ ალტერნატიულ ღირებულებას ზრდიდა. Quartz-ი კი იმდენად უპრობლემო პროდუქტი გახლდა, რომ არ ითხოვდა დამატებით შეკეთებას.
- მონტაჟი
უკვე ...view middle of the document...
Quartz-ის შხაპიც მათთვის სწორედ ასეთი ინოვაციური პროდუქტი იყო, ამოუცნობი ფუნქციებით. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მათი დაყენებისგან რადგან არ იცოდნენ რა მოელოდათ. ჩემი აზრით სწორედ ის იყო მიზეზი იმისა თუ რატომაც არ იყიდებოდა ეს შხაპი. მომხმარებელი და ვერც სანტექნიკი ვერ ხედავდა იმ რეალურ ღირებულებებს რაც ამ პროდუქტს გააჩნდა. ხოლო რაც შეეხება ფასს, ჩემი აზრით ეს ამ პროდუქტის ჩავარდნის მიზეზი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მომხმარებელი ზედმეტს გადაიხდიდა იმ დადებითი მხარეების გამო რაც გააჩნდა ამ შხაპს კონკურენტებთან შედარებით.
Aqualisa spent three years and € 5.8 million developing the Quartz. Was the product worth the investment. Is Quartz a niche product or a mainstream product
ჩემი აზრით ჩადებული თანხა გამართლებული იყო, რადგან იმ პერიოდში ბაზარი უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა. კონკურენტები არ ცდილობდნენ პროდუქციის გაუმჯობესებას ან მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას. მომხმარებელიც თითქოს შეჩვეული იყო რომ ყოველი ახალი მოდელი მხოლოდ გარეგნულად თუ იქნებოდა შეცვლილი ხოლო დანარჩენი ფუნქცია ძველის იდენტური იქნებოდა. ბაზრის ასეთი მდგომარეობა ერთის მხრივ თითქოს კარგია იმ მხრივ რომ კომპანიებს არ უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება R&D-ზე, მაგრამ ამასთანავე თუ ერთ-ერთი რომელიმე გადაწყვეტს ინოვაციური პროდუქტის გამოშვებას, მას აქვს შანსი მოიპოვოს ბაზრის ლიდერის პოზიცია და მოგების დიდი ნაწილიც მას დარჩეს. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა Rawlinson-ი რომელმაც ამდენი დრო და ენერგია ჩადო Quartz-ის შხაპში. ეს პროდუქტი უნდა ყოფილიყო მასობრივი, ყველასათვის და არა ნიშური რომ ამხელა ინვესტიცია მალევე ამოეღო.
Aqualisa currently has three brands. Aqualisa, Gainsborough, and ShowerMax. What is the rationale behind this multiple brand strategy
თითოეულ ბრენდს გააჩნია კონკრეტული სეგმენტი და ყავს თავისი მომხმარებელი: Aqualisa - ჩვეულებრივი საშუალო ფენის მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც გათვლილი იყო...